უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, კიევის, ოდესის, პოლტავის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოთხი რუსული დრონი გაუჩინარდა, ერთი დრონი კი ჰაერშია. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება!“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, შვიდი S-300/400 რაკეტა და ორი X-59 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
რუსეთის მიერ ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!