ტყუილია, თითქოს ქვეყანამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა გახსნა, პირიქით, ვითხოვეთ, კონკრეტულ შემთხვევაში მათთვის დამატებითი შეზღუდვა დაწესებულიყო

ტყუილია, თითქოს ქვეყანამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა გახსნა, პირიქით, ვითხოვეთ, კონკრეტულ შემთხვევაში მათთვის დამატებითი შეზღუდვა დაწესებულიყო
სამწუხაროდ, საზოგადოებას ძალიან არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა გახსნა კონკრეტულ ქვეყნებთან და გარკვეული შეღავათები დააწესა, პირიქით, ეს არის ტყუილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სამთავრობო ცვლილებების მიზანს, რაც დადგენილებაში განხორციელდა, წარმოადგენდა საზღვრის კვეთის გამკაცრება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. მარტივად გასაგებად რომ ავხსნათ, რეალურად რა ხდება, გეტყვით, 50 ქვეყანაა, რომლის ვიზას და ბინადრობის მოწმობას სახელმწიფო აღიარებს, როგორც უსაფრთხოს და მიიჩნევს, რომ თუკი ვთქვათ ამ ქვეყანამ გასცა ესა თუ ის დოკუმენტი, ჩვენთვის საკმარისია, რათა ვენდოთ და ეს ადამიანი შემოვუშვათ. პირობითად, თუ აქვს მაგალითად, -ის ბინადრობა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეს, ნებისმიერის, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს ვუშვებთ ქვეყანაში, ვინაიდან აშშ-მა გასცა ბინადრობა. ასევე არის ხუთი ქვეყანა, სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომელთა ვიზასაც ჩვენი ქვეყანა აღიარებს ვალიდურ დოკუმენტად, თუმცა პრაქტიკაში ვნახეთ, რომ არის კონკრეტული ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც ხშირ შემთხვევაში შემოდიოდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნების ბინადრობით და რთული იყო მათი ქვეყნიდან გაძევება მას შემდეგ, რაც ისინი არალეგალები გახდებოდნენ. მაგალითად, ავიღოთ პირობითად ერიტრეა, ან ბანგლადეში და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ მთავრობას და ვითხოვეთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაწესებულიყო დამატებითი შეზღუდვა 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ვიზის მოქმედების ვადა ერთი წელი და მეტი, როდესაც სახელმწიფო მიიღებს ამ ადამიანის გაძევების გადაწყვეტილებას, თუკი ვთქვათ ვერ ხერხდება კონკრეტულ ქვეყანაში დაბრუნება, მინიმუმ, იმ ქვეყანაში დაბრუნდეს, საიდანაც შემოვიდა. პირობითად ავიღოთ მაგალითად, ბანგლადეშის მოქალაქე, რომელსაც აქვს კატარის ვიზა და შემოდის ქვეყანაში, აქამდე, სანამ ამ დადგენილებას მივიღებდით, ხუთ დღეს რომ ჰქონოდა მოქმედების ვადა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულება გვქონდა, შემოგვეშვა ეს ადამიანი ქვეყანაში, უკვე ცვლილებების შემდეგ კი მინიმუმ, ერთწლიან მოქმედებას ვთხოვთ. ამ ერთი წლის განმავლობაში მათ 90 დღე აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება და 90 დღის გასვლის შემდეგ უნდა დატოვონ ქვეყანა. თუ არ დატოვებენ ქვეყანას, ამ შემთხვევაში მინიმუმ იმავე ქვეყანაში რომ დავაბრუნოთ, ამ მოტივაციით იყო ნაკარნახევი აღნიშნული ცვლილებები“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, შეზღუდვა ვრცელდება სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზის და ბინადრობის მქონე ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერიტრეას, იემენის, კამერუნის, კოტ-დივუარის, კონგოს, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის, ს, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიის და უგანდას მოქალაქეებზე.
„ამ ქვეყნების მოქალაქეებს თუ აქვთ სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყნის ვიზა, ამ შემთხვევაში მათ მოეთხოვებათ, ერთი წელი და მეტი ჰქონდეთ მოქმედების ვადა, რათა დავაბრუნოთ უკან, თუ ისინი არალეგალები გახდებიან“, – განაცხადა დარახველიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უწესდებათ თუ არა შეზღუდვები ამ შემთხვევაში ვიზის და ბინადრობის ნებართვის გამცემ ქვეყნებს, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს შეზღუდვები არ უწესდებათ.
„ამ შემთხვევაში თუ სპარსეთის ყურის ქვეყნის მოქალაქეა, მას იგივე რეჟიმით ექნება შემოსვლის უფლება, რაც ჰქონდა აქამდე“, – განაცხადა დარახველიძემ.
როგორც დარახველიძემ განმარტა, ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის უფლება არ დაწესებულა.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ მთავარ რამეზე და აუცილებლად ვთქვა, რომ ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩვენ უვიზოდ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ დაგვიწესებია. ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის დღესაც მოქმედებს ვიზა, მაგრამ შეღავათი არის, თუ აქვს იმ 50 ქვეყნიდან რომელიმე ქვეყნის ბინადრობა, ან ვიზა. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ამას ვალიდურად ვთვლით. შეზღუდვა დაწესდა ხუთი ქვეყნის ბინადრობის მოწმობაზე და დაწესდა ერთწლიანი ცენზი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვლენ“, – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს კომუნიკაცია ჰქონდათ ავიაკომპანიებთან და მათ რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„ავიაკომპანიის ვალდებულებას წარმოადგენს, რომ მგზავრი, რომელიც ქვეყანაში ვერ შედის, ანუ ქვეყანა უარს ეუბნება მიღებაზე, დააბრუნოს უკან. შესაბამისად, თავად ავიაკომპანიის ინტერესშია, არ აიყვანოს ბორტზე ისეთი მგზავრი, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა არ შეუშვებს. შესაბამისად, ჩვენ მივაწიდეთ ეს რეგულაციები. ბორტი ვიდრე დაიძვრება ამა თუ იმ ქვეყნის აეროპორტიდან, ისინი დამატებით გადაამოწმებენ, სანამ საქართველოში ჩამოვა თვითმფრინავი და მათ არ დაუშვებენ ბორტზე. თუკი მაინც არ დაიცვა მოთხოვნები ავიაკომპანიამ, ეს რეგულაციები ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოდან უკან დავაბრუნოთ ეს ადამიანები, ხოლო თავის მხრივ, ავიაკომპანიები გააკონტროლებენ, რათა არ წამოიყვანონ ასეთი ადამიანები საქართველოში. ასე რომ, მნიშვნელოვნად შეიზღუდება ამ ჩამოთვლილი 17 ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა, თუკი მანამდე შეეძლოთ, რომ მაგალითად, ხუთდღიანი ვიზით შემოსულიყვნენ ქვეყანაში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევადაროთ, როგორია დღეს ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება – დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება

26 მაისის არის საერთო ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ