ტრამპმა რეკლამაში შეცდომით საქართველოს ლანდშაფტის ფოტო გამოიყენა

დონალდ ტრამპი სოცქსელებში ამერიკის ერთ-ერთ შტატზე, ჯორჯიაზე მორგებულ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს, თუმცა ფოტო, რომელსაც რეკლამაში იყენებს, საქართველოს ბუნებას ასახავს.
ამ დაკვირვებამდე ამერიკელი ჟურნალისტები მივიდნენ.
ტრამპი სარეკლამო კამპანიაში ჯორჯიაში მცხოვრებ ამერიკელებს მოუწოდებს, შეამოწმონ საკუთარი საარჩევნო სტატუსი იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უპირისპირდება დემოკრატებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო