“სუსტი აღმოჩნდა” – რას ვერ გაუმკლავდა ივანიშვილი? – უსუფაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, გადაცემა “რეაქციაში“, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას, განაცხადა:

მას სურდა თავი დაემკვიდრებინა, როგორც ქვეყნის თანამედროვე სტილის ლიდერი, რომელიც მას შემდეგ დაალაგა, რაც წინა ხელისუფლებამ არია-დარია და ა.შ. ეს ამბიცია მას გაუმძაფრდა, ვინაიდან, ბევრი რამ მოახერხა, არა მარტო ბიზნესში, ქონების დაგროვებაში, არამედ პოლიტიკურ პროცესებშიც. პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის დროც ძალიან ჭკვიანურად შეარჩია. უიმედობის და უსასოობის პერიოდში, როდესაც წინ იყო, ასეთ მომენტში შემოვიდა ასპარეზზე. თუმცა, ამ ყველაფერს არ ეყო მისი მორალურ -ზნეობრივი სტანდარტები ერთი, მისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი უნარ-ჩვევები და მან გააგრძელა სახელმწიფოს მართვა  და იმ ყველაფრის მიღწევა იმავე გზებით და მეთოდებით, როგორც ჩანს, რასაც იყენებდა მანამდე, სხვა სფეროში წარმატებაში. ამიტომ, ჩემი ახსნა ასეთია, მისი მცდელობა, რომ ევროპულ დედაქალაქებში ყოფილიყო აღიარებულ ლიდერად, ეს ვერ შეძლო, სუსტი აღმოჩნდა, ვერ გაუმკლავდა თავის ავტორიტარულ და მესიანისტურ ვნებებს და სწორედ მისმა ავტორიტარიზზმა დააბრუნა უკან, საიდანაც ფიზიკურად და მენტალურად წამოსვლას ცდილობდა, ანუ რუსეთთან.. 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის