“სრული მხარდაჭერა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას” – 2 მილიონიანი პროექტი წალენჯიხაში

ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბნის გზის სამუშაოები წალენჯიხის მერმა მოინახულა.
„ქალაღალიდან ძალიან ახლოს არის საოკუპაციო გამყოფი ხაზი. მუნიციპალიტეტის მერიის და ზოგადად, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად ამ ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მიმაჩნია, რაც უნდა გამოიხატოს მათთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნაში“ – განაცხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბანში, სადაც სამანქანე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4. 109 081 კმ-ზე აქტიურად მიმდინარეობს.
“მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა ეს საკითხი და გზის მშენებლობა დაწყებულია. მოსახლეობა, აქ მცხოვრები 40-მდე კომლი წლიდან-წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე შეაჩვიეს ცრუ დაპირებებს. პირველივე დღიდან ჩვენი პრიორიტეტი გახდა სწორედ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ გზის მშენებლობა ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ გრძელვადიანი პერსპექტივებით და ყველა პირობას უნდა ვუქმნიდეთ მოსახლეობას, განსაკუთრებით, სოფლის მოსახლეობას, რომ ისინი არ მოწყდნენ სახლებს, დარჩნენ სოფელში, გააძლიერონ საკუთარი მეურნეობა და გააძლიერონ ქართული სახელმწიფო”- განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.
შეგახსენებთ, პროექტის საერთო ღირებულება ღირებულება 2 109 081 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული