მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი POSTV-ის ჟურნალისტის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიმართ დასმულ შეკითხვას ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით.
როგორც იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება.
„მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ”, – წერს იოსელიანი.
