საყოველთაო სტუდენტური გაფიცვა ბათუმში – მათ პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც უერთდება

ფოტო – მთავარი არხი
საყოველთაო სტუდენტურ გაფიცვას უერთდება ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები ამ წუთებში უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებენ. ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც.
სტუდენტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით უნივერსიტეტის დერეფანში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
ბსუ-ს სტუდენტებმა 1 -ელ საათამდე ვადა მისცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გამოვიდეს მათი წარმომადგენელი და დააფიქსიროს პოზიცია.
მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით ს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ წავიდნენ, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდნენ. გაფიცვას შეუერთდნენ ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: ავაზაკმა ქართულმა ოცნებამ გაძარცვა ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, სცემა მოსახლეობას, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი წასულია ემიგრაციაში ევროპაში და მათაც სამოქალაქო უფლებებს უზღუდავენ