საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ გამოწვევებით სავსე დროს და ჩვენი ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი.
ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული საუკუნოვანი მეგობრობა და მტკიცე კავშირები ჩვენს ხალხთა შორის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მართალია, ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, არსებითი დახმარება გავუწიოთ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში, მაგრამ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს, რამაც უნდა გვიბიძგოს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევისკენ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზების გზით“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს