საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
თავის მხრივ, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მზაობა გამოთქვა ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ხაზი გაესვა ისეთი გლობალური პროექტის მნიშვნელობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს