საქართველოს ბანკი დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია

, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი დაცული ტერიტორიების სპონსორია.
საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს. 2023 წლიდან კი მათ რიცხვს ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიაც შეემატა.
აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 520 000 ჰექტრამდეა და 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს აერთიანებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე 350-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები.
ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.
„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ერთ-ერთ ღირებულებას მდგრადი განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბანკი სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომელიც უკეთესი მომავლისა და გრძელვადიანი სარგებლის შექმნაზეა ორიენტირებული ბიზნესებისთვის, საზოგადოებისთვის და ინდივიდებისთვის. გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად კი საქართველოს ბანკი სანდო, კომპეტენტურ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. მათ შორის კავკასიის ბუნების ფონდთან, რომელთანაც ჩვენი პარტნიორობა 2009 წლიდან იწყება. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად ვიყოთ ჩართულნი დაცული ტერიტორიების შენარჩუნებისა და განვითარების მხარდაჭერის პროცესში“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის 2003 წელს შეიქმნა. იგი მოიცავს ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალების და ილტოს აღკვეთილის ტერიტორიებს. ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.
· ჯანსაღი კვება ნატურალური და მრავალფეროვანი — როგორია რძის ნაწარმის პრემიუმ ბრენდის Valio-ს პროდუქცია ნატურალური და მრავალფეროვანი — როგორია რძის ნაწარმის პრემიუმ ბრენდის Valio-ს პროდუქცია
· ქართული სპორტი Setanta Sports და Netflix უკვე ერთად — ისიამოვნე ორივე სერვისით ერთ გამოწერაში Setanta Sports და Netflix უკვე ერთად — ისიამოვნე ორივე სერვისით ერთ გამოწერაში
· გადახედვა ცნობილი ადამიანები P!nk თავის კონცერტებზე აკრძალულ წიგნებს დაარიგებს P!nk თავის კონცერტებზე აკრძალულ წიგნებს დაარიგებს
· გადახედვა საზოგადოება მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება — რა შეიცვლება მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება — რა შეიცვლება
· თბილისი არქი უნივერსი — ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე არქი უნივერსი — ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე