– ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის – დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის – დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმაც დაადასტურეს, რომ კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება.
„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის. იგივე დაადასტურა ევროპულმა მხარემ. ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაუმჯობესებას.
დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, ან ვეტოს დაძლევაზე უარს იტყვიან.
არანაირი სხვა არჩევანი რუსების და ბიძინას მარიონეტ დეპუტატებს არა აქვთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ