სალომე ზურაბიშვილმა ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა, ახლა ბევრად მარტივია პოლიტიკური სანაგვისკენ ყველას ერთად გახვეტა

სალომე ზურაბიშვილმა ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა, ახლა ბევრად მარტივია პოლიტიკური სანაგვისკენ ყველას ერთად გახვეტა
ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა.
ქადაგიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ისეთ ნაგავშია ჩაფლული, რაც არ უნდა ექაჩოს ზედაპირისკენ , ვერაფერს მოუხერხებს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო პოლიტიკოსი გააერთიანა, რითაც ოქტომბერში არჩევანის გაკეთება გაამარტივეს.
“ხელი ხელს ბანს, ორივე კი პირსო” ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს.
თუმცა, იმხელა ნაგავშია ჩაფლული ნაც-მოძრაობა, რაც არ უნდა ექაჩოს ზედაპირისკენ , ვერაფერს მოუხერხებს.
პირიქით, ოქტომბრის ისე გაამარტივეს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. ფაქტობრივად, ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა სალომემ და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა. ახლა ბევრად მარტივია ყველას ერთად გახვეტა, პოლიტიკური სანაგვისკენ.” – წერს Facebook-ზე.
Next: ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს, ხელისუფლება კი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას