საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ბდალდებით ოთხი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და აჭარაში, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში – 3 970 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად ახორციელებს“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

">