მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (U20) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის, ხელმძღვანელობით, 81 კგ. წონით კატეგორიაში საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამ იასპარეზეს.
საბა ასანიძემ ატაცში 145 / 149 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 180 / 184 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში მოგროვილი 333 კილოგრამით კი ასანიძემ კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ასანიძემ საქართველოს იუნიორთა რეკორდებიც გააუმჯობესა. ძალოსანმა აკვრაში 1, ორჭიდში კი 3 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი.
ნიკოლოზ ესართიამ კი ატაცში 135 / 140 /
144 კილოგრამის ძლევით მე-10 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 170 / 177 კილოგრამით მე-9 ადგილი, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 321 კილოგრამით მე-8 ადგილი დაიკავა.
მალხაზ ლომთაძე – ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ილია თვალოძე – ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი
თემურ ჯანჯღავა – საბა ასანიძის პირადი მწვრთნელი
გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი