სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, სამარცხვინოა – ირაკლი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 ნოემბრის აქცია “ფსბ”-ს დაგეგმილი აქცია იყო.
“სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ეს ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბატონი ბადრი პატარკაციშვილისგან, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, იმ პროცესებზე, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, მორალი არ აქვს საერთოდ. სამარცხვინოა მისის თითოეული განცხადება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს