რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე ერთ დღეში სამჯერ დაარღვია

ორშაბათს რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია. The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-38 იაპონიის საჰაერო სივრცეში ერთ დღეში სამჯერ შეიჭრა ჩრდილოეთიდან, კუნძულ ჰოკაიდოსთან. იაპონიის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჯერ გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მესამე შემთხვევის დროს კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიას მსგავსი ზომები 60 წელზე მეტია არ მიუღია.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის, მინორუ კიჰარას განცხადებით, რუსულ თვითმფრინავს არ ჩაუდენია რაიმე სახის სახიფათო ქმედება, თუმცა, ოფიციალურმა ტოკიომ მოსკოვს კატეგორიულად მოითხოვა, აღარ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები. ს თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.