რუსი ოლიგარქი, სოცკი ჭიათურაში – “წვიმაში ბავშვები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ჭიდაობდნენ ამ რუსი ნაბი@ვრის თვალწინ…” – ნოდარ ჩაჩანიძე

როცა “ჭიათურის რუკა” ვნახე, ვთქვი რომ ეს დადგმა იქნებოდა, სადაც ბოლოს სკოლის მოსწავლე ბავშვები გაამთლიანებდნენ ამ რუკას… “მთავარი არხის” ფოტოც დავდე რამდენიმე მეგობართან კომენტარში, რომ რეალურად ეს სკოლის დადგმა იყო…
საუკეთესო შემთხვევაში, ვინმე ნიჭიერმა ჭიათურელმა ბავშვმა გაიგო, რომ ჭიათურის მერი რუს ოლიგარქს, მიხაილ სოცკის დაპატიჟებდა ჭიათურობაზე საგულაოდ… ჰოდა ადგა ამან და სოცკის ვაჩვენებ საქართველოს გამთლიანებასო და გააკეთა სკოლამ ეს დადგმა… საუკეთესო შემთხვევაში, მერიაში ვერ მიხვდნენ რომ ეს ფოტო ჯერ არ უნდა გადაეღოთ და მერე არ უნდა დაედოთ… ყველაზე უარეს შემთხვევაზე ბევრს არ დავწერ… აქ ყველა ჩათლახია, სკოლაც, მერიაც და რეჟისორიც… ყველაზე უარეს შემთხვევაში, სუსი რუსულ სტილში ატარებს კიდევ ერთ “შეგუების ოპერაციას” იმ ქალაქში, სადაც უკვე ბევრი ოპერაცია ჩაატარა… ყველაზე უარეს შემთხვევაში “გასუსულ ქალაქში” ისევ გრძელდება ადამიანების და რაც ყველაზე სამწუხაროა ახალგაზრდების “ვერბოვკა”… აპატიეთ საზოგადოებას, რომ ძალიან ბევრმა მართლა დაიჯერა რომ ეს ფოტო მერიამ სპეციალურად დადო… ბევრმა სულ არ იცოდა რაიმე დღესასწაულიდან თუ იყო ეს ფოტო… სწორედ ესაა მთავარი უბედურება ამ ამბავში, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ უკვე, სადაც მართლა ბევრმა დაიჯერა, ასეთ რუკას საჯარო სამსახურში იკადრებდნენო… შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პაპუაშვილმა დაახლოებით ასეთი რუკით ბრიფინგიც ჩაატარა… ჰო გახსოვთ, რაც ხდებოდა და ხდება ჩვენს ქალაქში და სოფლებში, ისეთებს კადრულობდნენ და ისეთებს ვპატიობდით… ბოლოს რუს ბიზნესმენს ისე დახვდა აქაური “სამთავრობო ინწელიგენცია”, რომ მართლა ბევრმა იფიქრა ჭიათურის მერიიდან სოცკის ასიამოვნესო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნულ მანგანუმის საბადოების ახალ მმართველს… ბოდიშს ვიხდი პირადად მე იმისთვის, რომ ვფიქრობ ჩემი ბრალიც არის იმ ყველაფერში, რასაც ახლა ამ ქალაქს უკეთებენ (ცუდს ვგულისხმობ და ვინც მხოლოდ კარგს ხედავთ, იქაც იქნება ჩემი და ჩემი მეგობრების წვლილი)… სისტემამ არ გვაპატია ახალგაზრდებს დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური ბრძოლა, ყველაფერი დაგვაბრალეს და ყველაფერი იკადრეს… ამაზე აღარ ვისაუბრებ… სისტემა ბევრად უფრო მძიმე გამოდგა რიგითი მოქალაქეების, ახალგაზრდების და განსხვავებული აზრის მიმართ… სისტემა რეჟიმად გადაიქცა… რამდენიმე წლის წინ კიდევ გვჯეროდა, რომ ჭიათურის გადარჩენა შეიძლებოდა ბიძინას ხელისუფლების პირობებში, ახლა რა თქმა უნდა ამის აღარ გვჯერა… მთელი ქვეყანა საქართველოს ოკუპირებულ რუკას აზიარებდა “ჭიათურობა 2025”-დან… ამ დროს კი, ყველას ყურადღების მიღმა დაგვრჩა სხვა ბევრი ფოტო ჭიათურობიდან… როგორ ასეირნებდა ჭიათურის ცენტრში რუს ოლიგარქს ჭიათურის მერი (სხვათა შორის, სოცკისთან ერთად ტყიბულში ეს ყველაფერი ასე ბანძად არავის უკადრია, რაც ჩვენთან ვიკადრეთ, როცა ის ტყიბულში ცხოვრობდა და მუშაობდა)… ყურადღების მიღმა უკვე დიდი ხანია რჩება ნამდვილი ჭიათურის რუკაც… კოსმოსიდან რომ ჭიათურას დახედოთ გუგლის რუკით, ბოლო წლებში მანგანუმის ღია კარიერებით ისეთები დამართეს სოფლებს და ტყეებს, რომ ჩინეთის დიდ კედელზე უკეთ ჩანს კოსმოსიდან (არ ვხუმრობ, ვეღარ ვხუმრობ ჭიათურაზე)… მაშინ, როცა ამ რუკას განვიხილავდით, ყურადღების მიღმა დარჩა, როგორ ააფარეს სატვირთო მანქანები ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო კარვებს… მაღაროელების პროტესტი დღემდე გრძელდება ქალაქის ცენტეში განლაგებულ კარვებში. ეს ხალხი აპროტესტებს მთავრობის დანიშნული მიხაილ სოცკის მიერ, ცოტა ხნის წინ 2 ათასი მაღაროელის და მათი ოჯახების შემოსავლის გარეშე დატოვებას და შემდეგ მათი მეგობარი მაღაროელების ციხეში ჩასმას… ამ დროს, ყურადღების მიღმა დარჩა ფოტოები, როგორ ელოდებოდნენ ჭიათურელი სკოლის მოსწავლე ბავშვები ქოლგიან სტუმრებს საკმაოდ ძლიერ წვიმაში… ესენი ქოლგებით რომ მოვიდოდნენ, ბავშვები სველი ფორმებით იწყებდნენ ცეკვას, სიმღერას, ჭიდაობას, კრივს და სხვა კულტურულ-სპორტულ დადგმებს…
ამ დროს, ყურადღების მიღმა რჩება, რომ ჭიათურაში ოთხი ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში და შიმშილში (ოფიციალური მონაცემებით)… დღეს ჭიათურაში “სოცკის რეფორმის” შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ოჯახი და ბავშვი შიმშილობს… და გუშინ ეს ბავშვები და მათი მეგობრები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ჭიდაობდნენ ამ რუსი ნაბი@ვრის თვალწინ…