რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა დრონებით და რაკეტებით

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, 10 მაისს, საოკუპაციო ძალებმა ეს-300 ტიპის რაკეტით დაარტყეს ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს, სადაც სრულად, ან ნაწილობრივ დანგრეულია 26 კერძო სახლი. დაიჭრა ორი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი.
გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის რამდენიმე ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში დაზიანებულია ორი კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 10 უპილოტო საფრენი აპარატით და ეს-300/ეს-400 ტიპის 2 მართვადი საზენიტო რაკეტით. გენერალ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10-ვე დრონი გააანადგურეს. ვერ მოხერხდა ხარკოვის ოლქის მიმართულებით ნასროლი რაკეტების მოგერიება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!