რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 აგვისტოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავიდა, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში, რომელიც მოსკოვისა და თურქეთის ახლო პარტნიორი და ასევე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმწოდებელია დასავლეთის ქვეყნებისთვის, იმართება ს ტერიტორიაზე უკრაინის უპრეცედენტო სამხედრო იერიშის ფონზე.
კრემლის განცხადებით, პუტინი მოლაპარაკებას გამართავს თავის აზერბაიჯანელ კოლეგ ილჰამ ალიევთან ორმხრივ ურთიერთობებსა და „საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე“.
ორი სახელმწიფოს მეთაური 18 აგვისტოს საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში ვახშმობს, იტყობინება ადგილობრივი ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Asertac-ი.
18 აგვისტოს ალიევი და პუტინი ერთობლივ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს და პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ, იტყობინება რუსული სააგენტო Ria Novosti.
პუტინი ასევე გვირგვინით შეამკობს ამჟამინდელი ლიდერის მამის, ჰეიდარ ალიევის საფლავს, რომელიც აზერბაიჯანს ხელმძღვანელობდა 1993 წლიდან 2003 წლამდე.
კრემლმა მანამდე განაცხადა, რომ ბაქოში ასევე განიხილავენ “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხს”.
აზერბაიჯანმა თავისი დე იურე მთიანი რეგიონი, რომელიც დიდხანს იყო იქ მცხოვრები სომხური უმრავლესობის კონტროლის ქვეშ, 2023 წლის სექტემბერში დაიბრუნა.
სომხეთმა რუსეთი მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანთან კონფლიქტში არაადეკვატურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ სომხეთი ცდილობს გააღრმაოს ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, რამაც ძალიან გააღიზიანა მოსკოვი.
პუტინის ბოლო ვიზიტი აზერბაიჯანში 2018 წლის სექტემბერში შედგა.
პუტინის მიმართ 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების რუსეთში „დეპორტაციის“ გამო, რასაც კრემლი უარყოფს. დაპატიმრების საფრთხემ შეზღუდა პუტინის საზღვარგარეთ მოგზაურობები, მაგრამ აზერბაიჯანი არ არის რომის სტატუტის ხელშეკრულების ხელმომწერი და შესაბამისად – მოვალე, აღასრულოს სასამართლოს ორდერი.

ასევე დაგაინტერესებთ