რომის ახალი პაპი ლეო მე-14 იქნება

სიქსტეს კაპელის თავზე თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ აირჩიეს. ის არის კარდინალი რობერტ პრევოსტი, რომელმაც პაპის სახელად ლეო მე-14 აირჩია, შესაბამისად, რომის ახალი პაპი ლეო მე-14 იქნება.
როგორც კი კანდიდატი ხმების ორ მესამედზე მეტს მიიღებს, კონკლავის ყველაზე მაღალი რანგის კარდინალი მას ორ კითხვას დაუსვამს.
პირველი, „აღიარებთ თუ არა თქვენს კანონიკურ არჩევას უზენაეს პაპად?“
შემდეგ კი: „რა სახელით გსურთ, რომ დაგიძახონ?“
პაპის მიერ სახელის არჩევა შეიძლება მიუთითებდეს მისი პაპობის მიმართულებაზე. გარდაცვლილმა პაპმა ფრანცისკემ სახელი აირჩია ასიზელი ფრანცისკეს პატივსაცემად, იტალიელი წმინდანის, რომელმაც უარი თქვა ოჯახის სიმდიდრეზე და ღარიბების დამცველად. ის იყო პირველი პაპი, რომელმაც ფრანცისკეს სახელი აირჩია.
ფრანცისკეს წინამორბედმა, პაპმა ბენედიქტ XVI-მ განაცხადა, რომ მან სახელი – რაც ლათინურად „კურთხეულს“ ნიშნავს – ბენედიქტ XV-ის პატივსაცემად აირჩია, რომელმაც, მისი თქმით, ეკლესიის მართვაში პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ამომრჩეველს ერთადერთ რამეს ჰპირდებიან, რომ გარედან მიღებული მითითებებით იმოქმედებენ

ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მიწვევა მივიღე, დაგეგმილია ვიზიტი, ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან, ეს არის ჩემი ევროპული დამოკიდებულება