რა უთხრა გადადგომამდე 1 დღით ადრე ღარიბაშვილმა ბურჭულაძეს? – “მას ჰკითხეთ, – ვინც დაასანქცირეს”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც “ოცენბაში” ღარიბაშვილის კადრი იყო, ტვ პირველთან, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხმაურება და ამბობს:
“წასვლაზე გუშინ მითხრა. მე მითხრა პირადად და სხვებსაც თუ უთხრა არვიცი, ალბათ, ეტყოდა.
არ ჰქონდა კონფლიქტი კობახიძესთან, ხომ განმარტა კიდეც, ამიტომ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.არა ამდენი ხანია პოლიტიკაშია და ყველა ადამიანს უნდა თავის ოჯახსაც დაუთმოს დრო, ეს თქვა თვითონ განმარტა.
ახალი იცით რამე, რაც მე არ ვიცი. ყველაზე რთულ მდგომარეობაშია ოცნება? არვიცი რითი მსჯელობთ. რეიტინგებით თუ მსჯელობთ, არ მგონია ეგრე იყოს. სანქციები ინდივიდუალური თემაა და მას ჰკითხეთ ვინც დაასანქცირეს”

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას