რადოსლავ სიკორსკი – ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს – რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა სიკორსკის ჰკითხა, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები.
”დიახ, აქვს. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის ხუთ წუთში შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით და სიტყვებით : „უკრაინიდან ჯარები გაგვყავს“.
„სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს დიდი განსხვავებაა“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!