რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკური მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე დაასრულა

„ოპოზიცია ლეგიტიმაციის გარეშე დარჩა მათი პატრონებისგან და ხალხისგან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე, როგორც ლოკალური ომის პარტიის წარმომადგენლებზე, მათმა პატრონებმაც ჩაიქნიეს ხელი.
„რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკური მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე დაასრულა. თავადვე აღიარეს, რომ მელიქიშვილის გამზირზე უშინაარსოდ შეიკრიბნენ. მათი ეს განცხადება კი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ წააგო ქუჩაში, პარლამენტში, რუსთაველზე და საბოლოდ მელიქიშვილის გამზირზე.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა უშინაარსო უწოდეს აქციას, სადაც ბოლოს ვაშაძე რომ გამოვიდა, მხოლოდ ოპერატორები და ჟურნალისტები იდგნენ და მათ უთხრა, დავიშალოთო. ოპოზიცია მიხვდა, რომ აქციაზე მათი მხარდამჭერთა რაოდენობა იმდენი იყო, რომ ვინმესთან სახლშიც დაეტეოდნენ და თქვეს, წავიდეთ და იქ დავილაპარაკოთო. ეს იყო მათი ბოლო პოლიტიკური ბანაობა. პარლამენტის პირველი სხდომის დროს, რა თქმა უნდა, ვნახავთ რამდენიმე ადამიანს ქუჩაში. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ოპოზიცია მათი პატრონებისგან და ხალხისგან ლეგიტიმაციის გარეშეა დარჩენილი. ბოლო პერიოდში, დასავლეთიდან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომ აშკარაა, მათმა პატრონებმაც ჩაიქნიეს ხელი აქაური ლოკალურ ომის პარტიის წარმომადგენლებზე,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.