პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში „ამერიკის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტის ია მეურმიშვილის განცხადებას ეხმიანება „ამერიკის ხმის“ დახურვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დადასტურდა ის, რაზეც წლებია საუბრობს მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ – მედია პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი „დიფ სთეითის “ მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოებში მთავრობებისა და საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენება. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ აგენტურულ საქმიანობაში ჩართული ბენეფიციარებიც ღიად საუბრობენ საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე.
“ვითომ უნებლიედ წამოსცდა, მაგაზე არ ვსაუბრობთ ამდენი წელია, რომ მედია-პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი, პროქსი-ომებისთვის გამოიყენება “დიფ სთეითის” მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებისა და საზოგადოებების წინააღმდეგ?!
თუ ძლიერი ინსტრუმენტის რესპექტაბელურობის ხაზგასმაა, რომ ბევრს დაკარგავენ “ძლიერნი ამა ქვეყნისა” ამ ძლიერი იარაღის უტილიზაციით?
მოკლედ, პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გასული ურთულესი 3-4 წელიწადი გავიარეთ წარმატებით და მთავარი შედეგი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა

ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი