აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას – სანდრო რაქვიაშვილი

აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას – სანდრო რაქვიაშვილი
უამრავი ვიდეოა, სადაც ლანძღავენ პოლიციელებს, გინება მიდის და ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი დგას, უყურებს ამ პოლიტიკოსებს, ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მერე მას ზურგს არავინ უმაგრებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მედია და პოლიტიკოსები, აქტივისტის მიერ რაიმე საგნის სროლად გმირობად მიიჩნევენ, შემდეგ მოდის და იმავეს იმეორებს, ვინაიდან, ეს კარგი საქმე ჰგონია.
“არის ადამიანი, პოლიტიკური აქტივისტი, ტელევიზორი და ეს აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას მერე ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას, მერე ახალგაზრდა ბიჭი მოდის და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს და შენ არ დგახარ იმ მომენტში და არ ყვირი, “ხალხო, არ ქნათ ეს, რევოლუციას არ “ვხოდავთ”“.
ჩვეულებრივი წაქეზება ხდებოდა, ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, როცა ამ სიტუაციაში პოლიტიკოსები იყვნენ უკან და არანაირ რევოლუციას არავინ არ “ხოდავდა”. ახალგაზრდა ბიჭს რომ შეიძლება ეგონოს, რომ ის გმირია, ეს ძალიან მარტივია.“ – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მისვე განცხადებით, აქციებზე წაქეზება და ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, ამის გამო, 50 ახალგაზრდა გაიწირა და ოპოზიცია ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ხედავდეს, ვინაიდან, მათ არ განაცხადეს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამართულიყო და არანაირი რევოლუცია არ იგეგმებოდა.
„აქეთ მხარეს, პოლიტიკოსებს, 4-5-9-25 პარტიებს რომ ეთქვათ, რომ არანაირ რევოლუციას არ “ვხოდავთ” ხალხო, მკაფიოდ მშვიდობიანი პროტესტია ეს. “ფეიკ-რევოლუცია “მოიხოდა”, რომელზეც გასწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წააქეზეთ? იმის ნაცვლად, რომ გეთქვათ, ხალხო, ჩვენ არანაირ რევოლუციას არ ვაკეთებთ, არავის ესროლოთ, ფეიერვერკებს არ გიყიდით, ჯარიმებს არ გადაგიხდით,“ – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა