პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და IMO-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ქვეყნის საზღვაო სექტორის გაძლიერების მიზნით სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს.
ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და მის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო ინდუსტრიის გაძლიერებას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას სერვისების დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საზღვაო სექტორის მნიშვნელოვან განვითარებას. მისივე თქმით, საქართველო ამ ნაწილში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.
შეხვედრისას გამოითქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მათ შორის, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით.
Previous: -ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას