პრემიერი – როდესაც ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია, საზოგადოებას კითხვები უჩნდება – იმისთვის, რომ ხალხს ნეგატიური აღქმა არ ჩამოუყალიბდეს, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს

როდესაც ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია. საზოგადოებას უჩნდება კითხვები, რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის საფუძვლებისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საზოგადოებას ევროპულ სამართალთან დაკავშირებით კითხვები არ გაუჩნდეს, ზურაბ ადეიშვილი ევროპელ ოფიციალური თანამდებობის პირებს არ უნდა შეხვდეს.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ მსგავსი ადამიანების თავისუფლად გადაადგილება შეწყდეს, მთავრობა ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოიყენებს.
„ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთქმელიძე და სხვები ევროპის მასშტაბით თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ. ამ ადამიანებს უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ასევე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულებს დღესაც ჩადიან. როგორც გახსოვთ, ამაზე BBC-მაც გადაიღო ფილმი. ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
როდესაც ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია. ამას საზოგადოება უყურებს და მათ შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის საფუძვლებისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისთვის, რომ ხალხს ასეთი ნეგატიური აღქმა არ ჩამოუყალიბდეს, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს.
იმისთვის, რომ ამ ადამიანების გადაადგილება შეიზღუდოს, ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია