ორბანი დათანხმდა — EU უკრაინას 50 მილიარდით დაეხმარება

ევროკავშირი შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფაზე. თანხას ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიიღებს.
„მივაღწიეთ შეთანხმებას. ყველა [წევრი სახელმწიფოს] ლიდერი შეთანხმდა დამატებით 50-მილიარდიან დახმარებაზე უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უზრუნველყოფს უკრაინის ხანგრძლივ და პროგნოზირებად დაფინანსებას. ევროკავშირი უკრაინის დახმარებაში პასუხისმგებლობას იჩენს, ვიცით, რა დგას სასწორზე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს, 1 თებერვალს.
მიშელს არ დაუკონკრეტებია შეთანხმების დეტალები, რომლის მიღწევაც აქამდე უნგრეთის პრემიერის, ს წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდებოდა.
თუმცა Financial Times წერს, რომ შეთანხმება მოხერხდა ორბანის, მიშელის, ევროკომიიის პრეზიდენტის, სა და ევროკავშირის სამი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერების – ს, ს და ჯორჯია მელონის შეხვედრის შემდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ლიდერები ყოველწლიურად გამართავენ კონსულტაციებს დახმარების გამოყენებაზე, ხოლო ორ წელიწადში დახმარების გამოყოფის გადახედვაც იქნება შესაძლებელი.
„ორბანი გონს მოვიდა“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ დიპლომატს, რომელსაც მოლაპარაკებებზე აქვს ინფორმაცია. აქამდე FT წერდა, რომ ევროკავშირი მზად იყო, უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიეღო, თუ ბუდაპეშტი მაინც დაბლოკავდა უკრაინის დახმარებას.