ოპოზიციის ლიდერები ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის გაყალბდა და ამ არჩევნებს ოპოზიცია არ იღებს.
„მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას და ოპოზიცია ამ არჩევნებს არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია [შეხვედრა] ერთი საათით ადრე დიდი აქციამდე, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შესახვედრად, რამდენიმე წუთის წინ მივიდა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ც. მისი თქმით, არჩევნები არალეგიტიმურია და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.
“არჩევნები მიტაცებულია რუსულ სტილში და ამას ქართველი ხალხი არავის აპატებს. ამას გაყალბება არ ჰქვია, ამას ჰქვია სისტემური მიტაცება და ძალიან ბევრი დაღღვევის ფაქტია, რის შესახებაც ინფორმაციას მივაწვდით მეგობრებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებიან “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები და . ასევე, შეხვედრაზე იმყოფებიან “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც – და თინა ბოკუჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ