ოზურგეთის მერიისთვის 2000 ლარის ჭურჭელი იყიდეს

ოზურგეთის მერიისთვის 2000 ლარის ჭურჭელი იყიდეს – ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ შეიძინეს სამზარეულოსთვის საჭირო ჯამებიც და ღრმა თეფშებიც, ფინჯნებიც და ჩაიდნებიც.

დოკუმენტების მიხედვით, საგანგებოდ შეარჩიეს უჟანგავი მეტალის ლანგრები და ბოთლის გასახსნებელბიც.  ასევე შეისყიდეს კერამიკის მასალით დამზადებული თეთრი ფერის ჭურჭელი. დოკუმენტებით ირკვევა, რომ იყიდეს ჩაის ფერის გამოსაყვანი ჩაიდანი და ჩაის და ყავის ჭიქები.

ოპოზიცია ამბობს, რომ ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად იხარჯება.

არსებობს ასეთი ჯგუფი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს ბატონ პაატას – “ოზურგეთის განცხადებები”, სადაც რომ შეიხედოს, ნახავს, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ითხოვენ საკვების ფულს და მათ ეუბნებიან უარს, მიზეზით, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. მაგრამ ბიუჯეტში ფული არის პაატა კუნჭულიას სერვისებისთვის. იმისთვის, რომ ვიდეო-კამერებს ამატებენ. ასევე იმისთვის, რომ თურმე ადამიანებს მერიაში სჭირდებათ ახალი ფარდები და თალაკვაძის გამოცვლილი ნივთები არ სჭირდებათ”, – ამბობს თათია ნიკოლაშვილი.  

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად