თეირანში ჩავიდა

ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
“მე ოფიციალურ ღონისძიებას დავესწრები, რათა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა და მათ თანმხლებ პირებს პატივი მივაგო და სამძიმარი გამოვხატო“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი