ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს, 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ

ნიდერლანდის მთავრობამ სამშაბათს გამოსცა რეკომენდაცია, სადაც მშობლებს ურჩევს, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვებს არ მისცენ საშუალება გამოიყენონ სოციალური მედიის ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა „ტიკტოკი“ და „ინსტაგრამი“.
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ამ აპლიკაციების მოხმარების შემდეგ ბავშვებს უვითარდებათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები, მათ შორის პანიკური შეტევები, დეპრესია და ძილის პრობლემები.
ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე მოუწოდა მშობლებს, შეუზღუდონ შვილებს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების დრო, არ შეატანინონ ტელეფონები და ლეპტოპები საძინებლებში და ეკრანთან გატარებულ ყოველი 20 წუთის შემდეგ ორი საათი გარეთ ათამაშონ.
ეს რეკომენდაცია, რომელიც იურიდიულად სავალდებულო არ გახლავთ, განასხვავებს „სოციალური მედიის“ საიტებს, როგორიცაა „ტიკტოკი“ და „ინსტაგრამი“ და „სოციალური ურთიერთქმედების პლატფორმებს“, როგორიცაა შეტყობინებების სერვისები WhatsApp და Signal. მთავრობის თქმით, სოციალური მედიის საიტებს „მნიშვნელოვნად მეტი დამატებითი დიზაინის მახასიათებლები“ აქვთ, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე.
გასულ წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალა. და საფრანგეთი მსგავს კანონმდებლობას განიხილავენ, ხოლო შვედეთმა შარშან ბავშვებისთვის ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვის რეკომენდაციები გამოსცა.
ნიდერლანდის სკოლებში აკრძალულია მოსწავლეების მიერ პლანშეტების, მობილური ტელეფონების და სმარტ-საათების გამოყენება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მაგალითად, მედიაწიგნიერების გაკვეთილებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კაჭარავა – თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს