ნანა საჯაია: წყაროები ადმინისტრაციაშიც და კონგრესშიც გვეუბნებიან რომ უნდა ველოდეთ …

Fox News-ის ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი ნანა საჯაია:
სამ რამეს ველოდებით ამ კვირას. ოფიციალურად დადასტურებული არც ერთი არაა, მაგრამ წყაროები ადმინისტრაციაშიც და კონგრესშიც გვეუბნებიან რომ უნდა ველოდეთ:
1. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას უკრაინისთვის გადასაცემი იარაღის ნატოსთვის მიყიდვის შესახებ. ამ თემაზე დღეს და ხვალ ვაშინგტონში იქნება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
(ფორმულით – ამერიკა იარაღს მიყიდის ნატოს, ნატო გადასცემს ს).
2. სენატორების ლინდსი გრამის და რიჩარდ ბლუმენტალის “რუსული სანქციების” კანონის დამტკიცებას (ცვლილებებით, რომელიც პრეზიდენტს მომავალში მათი მოხსნის საშუალებას მისცემს)
3. გადაწყვეტილებას სანქცირებული/გაყინული რუსული ქონების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
ესაა 3 დიდი თემა. დეტალები და ტექნიკური საკითხები თეთრ სახლს და სენატს შორის ამ უქმეებზეც თანხმდებოდა.
More to come…

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს – კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს

პაატა მანჯგალაძე – ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბევრს არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს – ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება, ამიტომ დააკავეს ხაბეიშვილი, ზოდელავა – ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ