მოსამართლემ აქციის მონაწილე ქალები ციხეში გაუშვა (ვიდეო)

უწყვეტი პროტესტის აქტიურ მონაწილეს, ინგა ბუაძეს, გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში, შსს მას ედავებოდა, რომ „სახე ჰქონდა დაფარული სამედიცინო პირბადით და იდგა გზის სავალ ნაწილზე ლურჯი ფერის ქურთუკით“. მაშინ ქალს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, რადგან ბუაძის ერთ-ერთი შვილი 12 წლისაც არ იყო.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კიდევ ერთ ქალს, ია მღებრიშვილისაც 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი