მოდის ქართველი დიზაინერი ბალენსიაგას ტოვებს და გუჩის სახლის სამხატვრო დირექტორად ინიშნება

მოდის ქართველი დიზაინერი ბალენსიაგას ტოვებს და გუჩის სახლის სამხატვრო დირექტორად ინიშნება.

“დემნა გუჩის რაღაც განსაკუთრებულს მოუტანს. მისი ხედვა მოდა დღეისათვის საკმაოდ უნიკალურია და არის ის, რასაც გუჩი იმსახურებს და სჭირდება სამომავლოდ”, – განაცხადა სტეფანო კანტინომ, გუჩის მმართველმა დირექტორმა.

მისივე შეფასებით დემნა ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო კრეატიული დირექტორია მოდის სფეროში, რაც მან დაადასტურა ბალენსიაგას გარდაქმნის დროს.

ქართველი დიზაინერი ბალენსიაგაში მუშაობას 6 ივლისის ჩვენებით დაასრულებს. მისი შემცვლელი ბალენსიაგას ჯერ არ დაუსახელებია.

გუჩი მოდის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც 1921 წელს, იტალიაში, ფლორენციაში დაფუძნდა.  2023 წელს გუჩი მსოფლიოს მასშტაბით 538 მაღაზიას ფლობდა და გაყიდვებით თითქმის 10 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო.