– ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა!

მიხეილ ყაველაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა! დღევანდელი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მწამს, რომ დიპლომატიური სტანდარტების მტკიცედ დაცვით, პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას!”- აღნიშნავს ყაველაშვილი.