საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება.
„შეხვედრაზე, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი “გაიდლაინები” და ასევე კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიო-ონკოლოგიის და დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს. კონგრესი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, გულის მსოფლიო დღის ფარგლებში, გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო. ღონისძიებას, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგები, არითმოლოგები, კარდიოქირურგები, ასევე ონკოლოგები და ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის