მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR-2024 საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2024 მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო სექტორია წარდგენილი.
FITUR-2024-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.
FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…