ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE – ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE – ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა დასავლელ ლიდერებთან.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სესიის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების და ევროსაბჭოს ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან.
„შეხვედრების მთავარი თემაა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ს პოლიტიკურ პატიმრობასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზების აუცილებლობასთან, რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან.” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
ანა წითლიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.
“დღეს შევხვდით ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE – ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს, ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ვთხოვეთ გრძელვადიანი სადამკვირებლო მისიის უზრუნველყოფა ნოვერგიიდან და გვითხრეს, რომ 2024 წლის იქნება ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც