კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ უფლებადამცველებს მიუსაფარი ცხოველების დაცვის გეგმა წარუდგინა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიტიკოსებმა დღეს ცხოველთა უფლებადამცველებს წარუდგინეს გეგმა, თუ როგორ წარმოუდგენია მიუსაფარი ცხოველების დაცვა.
პოლიტიკურ კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი.
„ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას და ძალიან ეფექტურად შეუწყობდა ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, ცხოველების, როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიცირება და აღრიცხვა, ასევე ცხოველების უკონტროლო გამრავლების ერთგვარი მონიტორინგი და მართვა, ამავდროულად, ცხოველების მიტოვების კუთხით პრევენციული ნაბიჯების გადადგმა კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და უნდა არსებობდეს ამის აღსრულების მექანიზმები“, – აცხადებს დეა მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა