აქციის მონაწილე კახა ჯაფარიძე:
ბოლო დროს ხშირად შეგხვდებოდათ ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის ფავორიტი მებრძოლი, ხამზატ ჩიმაევი, საქართველოშია და მას ვიღაც “კეთილმა ბიზნესმენმა” 350,000-დოლარიანი Ferrari აჩუქა. კახა კალაძემ, რა თქმა უნდა, თავის ჩვეულ, ფარისევლურ “ჯიგრულ” სტილში გვითხრა, კაცო, რა გინდათ, კერძო ბიზნესია, იმ კაცმა ფული იშოვა და ჩუქნისო. ეს დაახლოებით იგივე ლოგიკაა, ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ რომ გვიმტკიცებდა, უბრალოდ “კონტაქტი მოხდაო”, ან ხე რომ მოწყდება და ადამიანს დაეცემა, “რა ვქნათ, ხეაო”. მისთვის ადამიანის სიცოცხლეც და ქვეყნის ღირსებაც უბრალოდ გასატარებელი” დეტალია.
მაგრამ მოდით, დავანებოთ თავი კალაძეს, მისი დიაგნოზი ისედაც ყველამ იცის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავად ხამზატ ჩიმაევის სიტყვები: “მადლობა მთელ საქართველოს! თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა!”
აი, სწორედ ამ ფრაზაში იმალება მთელი იდეოლოგიური პარაზიტობა. ერთი შეხედვით, რა არის ცუდი? რა თქმა უნდა, ვართ კავკასიელები, არავის უნდა საქართველოს რუკიდან ამოჭრა და ცენტრალურ ევროპაში გადატანა.
მაგრამ აქ ხომ გეოგრაფიაზე არ არის საუბარი. ეს არის მენტალური და ცივილიზაციური ოკუპაციის მცდელობა.
ცდილობენ, კავკასია აქციონ რაღაც გაუგებარ, ბნელ, პატრიარქალურ და მასკულინურ ერთობად, სადაც მთავარი ღირებულება არის არა თავისუფლება და განვითარება, არამედ კაცური გაგება, ძალა და განსხვავებულის მიმართ შეუწყნარებლობა. ანუ, ამით ქმნიან იდეოლოგიურ საფუძველს მომავალი ძალადობისთვის:
“შენ რა, ბიჭო, იმ გარყვნილ ევროპას იცავ? ჩვენ ხომ კავკასიელები ვართ, ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს! ხოდა, ღირსი ხარ, გცემონ!”
ეს არის კრემლის მიერ ათწლეულების განმავლობაში ნაცადი მეთოდი. ვერ შეძლეს, დავემორჩილებინეთ სამხედრო ძალით და ახლა ცდილობენ, დაგვიმორჩილონ მენტალურად, ჩაგვითრიონ იმ “კავკასიურ” ჭაობში, რომლის ცენტრიც და “პატრონიც” მოსკოვია.
ხოდა, ბევრს რატომ ვწერ, აგერ ერთი ფრაზით გასცა ჩიმაევმა პასუხი, თუ “როგორ უყვარს საქართველო”. ის აფასებს იმ საქართველოს, რომელიც ემორჩილება კადიროვის და პუტინის თამაშის წესებს.
და, რა თქმა უნდა, ამასაც გააპრავებენ. დაბრმავებულ, მორალისგან დაცლილ ხალხს რა დალევს, ვინც იტყვის, ბრძნული სახით “კაცო, რა პრობლემაა, სპორტი პოლიტიკისგან განსახვავეო.