ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აქტივისტი ნინო ბურჭულაძე დმანისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

დმანისში, სახალხო დღესასწაული ,,დმანისობა -2025″ აღინიშნა.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
დმანისში გამართული სახალხო დღესასწაულის, „დმანისობის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა საპატიო მოქალაქედ აირჩია ჟურნალისტი, მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისათვის“ ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი აქტივისტი ნინო ბურჭულაძე.
დაჯილდოებისას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ისაუბრა ნინო ბურჭულაძის მიერ აქტიური საქმიანობის შესახებ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
,,ნინო ბურჭულაძის, როგორც აქტივისტის, ჟურნალისტის და ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის ღვაწლი უმნიშვნელოვანესია დმანისის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული ძეგლების პოპულარიზაციაში. გამოვყოფდი -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანის წარმატებით დასრულებაში, რომელიც სწორედ ნინო ბურჭულაძის ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა“, – განაცხადა დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა.
თავის მხრივ, ნინო ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერს და დმანისელებს.
,,ჩემთვის ძალზე საპატიო, სასიამოვნო და მოულოდნელი იყო აღნიშნული ჯილდო. მართალია, ჩემი დედულეთი დმანისშია, ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილიც წლებია, რაც ქვემო-ქართლს უკავშირდება, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო.
დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ დმანისელს, დმანისის მკვდრებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერს და ჩემი უდიდესი პატივისცემა დმანისის ეპარქიას. წარმატებები ჩვენ და ყველა ქართველს.
ევროპა იწყება დმანისიდან“, – აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს