კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ავლაბარი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით კი ჩამორჩენაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური “ავლაბარი” რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით კი ვადებთან დაკავშირებით ჩამორჩენაა.
აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სამუშაოები როგორ არ მიმდინარეობს?! აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ავლაბრის“ მეტროსადგურს რამდენიმე დღეში გავხსნით, რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურს, გარკვეული ჩამორჩენები არის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ძალიან მალე იქნება დამთავრებული, უფრო დეტალურად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა