იტალიელი ანტიფაშისტი ქალი შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა და ევროპარლამენტში დაიკავებს ადგილს

იტალიელი ანტიფაშისტი, მასწავლებელი ილარია სალისი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს, რადგან ის ევროპარლამენტის წევრი გახდა მწვანეების და მემარცხენეების ალიანსიდან.
ინფორმაციას იტალიური ტელეარხი RaiNews-ი ავრცელებს.
სალისი 2023 წლის თებერვალში დააკავეს ბუდაპეშტში ნეონაცისტური დემონსტრაციის მონაწილეებზე თავდასხმის ბრალდებით.
მას 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სალისმა უნგრეთის ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა, საიდანაც ანტისანიტარიას და ვირთხებს უჩიოდა. 2024 წლის მაისში სალისი შინაპატიმრობაში მოათავსეს.
ბოლო არჩევნებში მას ხმა 175 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა.
სალისს ახლა ევროპარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი აქვს. „როგორც იქნა!კმაყოფილი ვართ ბუდაპეშტიდან მიღებული ამბებით: ევროპარლამენტარი ილარია სალისი შეძლებს იტალიაში დაბრუნებას და თავისი ახალი როლის შესრულებას, რომელიც მას ასობით ათასმა ამომრჩეველმა მიანდო“, – ნათქვამია მწვანეების და მემარცხენეების ალიანსის წერილში.
სალისის ელექტრონული სამაჯური უკვე მოხსნეს. სავარაუდოდ, ის შინ იქნება 17 ივნისამდე, როცა 40 წლის იუბილე უნდა იზეიმოს.

ასევე დაგაინტერესებთ

თათა ცოფურაშვილი: ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”