ირანმა საყვედური გამოთქვა ბირთვული პროგრამის ესკალაციის გამო “დიდ შვიდეულის” განცხადების მიმართ

16 ივნისს ირანმა “დიდ შვიდეულს” (G7) მოუწოდა “წარსულის დესტრუქციულ პოლიტიკას” ჩამოშორდეს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ “დიდი შვიდეულის” იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გმობს ირანის ბირთვული პროგრამის ბოლოდროინდელ გაფართოებას.
14 ივნისს G7-მა გააფრთხილა ირანი ურანის გამდიდრების მასშტაბების გაზრდის – ბირთვული პროგრამის გაფართოების თაობაზე და განაცხადა, რომ მზად იქნება ახალი ზომების მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს მიაწოდებს. “ირანსა და რუსეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასთან უკრაინაში ომის დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ მიკერძოებული პოლიტიკური მიზნებით ქმედებას წარმოადგენს”, – განაცხადა ქანაანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)