ირაკლი ფავლენიშვილი – თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, ეს არის „ქართული ოცნება“

თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, ეს არის „ქართული ოცნება“ – რუსი იმპერიალისტების შემდგომ, ასეთი რამ ქართული ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჩაუდენია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა თემას არაადეკვატურად, შუღლის გასაღვივებლად იყენებს.
„ზოგადად, ყველა თემას „ქართული ოცნება“ არაადეკვატურად, შუღლის გასაღვივებლად იყენებს, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ოპოზიციას ამ კონკრეტულ თემასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, თუმცა ზოგადად თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, მათ შორის, ბოლოს წლების მანძილზე, ეს არის „ოცნება“. „ოცნების“ პირობებში მართლა განსაკუთრებულად ბევრი რამ მოხდა, მათ შორის, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, საუკუნის დანაშაულები, მაგალითად: რაც მოხდა – გელათში და ჯვრის მონასტერში. რუსი იმპერიალისტების შემდგომ, ასეთი რამ ქართული ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჩაუდენია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.