ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.
50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
Previous: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს