“ივანიშვილის ერთადერთი დაპირება შესრულდა მარტო” – ვიკა ბუკია

“მამა-შვილის ემოციური შეხვედრა”. პირველად შემომეყურა ასეთი ვიდეო. მამა ჩამოდის ემიგრაციიდან და პატარა გოგონა ვერ ჩერდება იმდენს ტირის. თურმე სავსეა სოც.ქსელები ემიგრაციიდან ჩამოსული მშობლების და ბავშვების შეხვედრის ვიდეოებით. ივანიშვილის ერთადერთი დაპირება შესრულდა მარტო. ჩვენი თანამოქალაქეები ემიგრაციაში წავიდნენ და საკუთარი შვილების რჩენა ამჯობინეს მათთან ყოფნას იმიტომ, რომ ადამიანი მონატრებას უძლებს, არ კვდება და შიმშილს – ვერ. ამაზე საშინელი არჩევანი არსებობს მშობლისთვის? მართლა რა სევდაა. რამდენი ბავშვი იზრდება მამის და დედის გარეშე; რამდენი მეგობარი და ფრენდი გაფრინდა ბოლო 1-2 წელიწადში. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.. თან ხანგრძლივ ემიგრაციას თან სდევს გაუცხოება სამშობლოსთან. “გაორება” ორ ქვეყანას შორის. და ეს არაა ამ ხალხის ბრალი, გარემობის ბრალია. ამიტომაც, რაც მეტი დრო გავა, მით უფრო ძნელი იქნება ამ ხალხის დაბრუნება, ხშირ შემთხვევაში კი – შეუძლებელიც კი..

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომა ხდება – საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო

პრემიერი – მას შემდეგ, რაც 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი კიდევ უფრო უპერსპექტივო გახდა