იან კელი: აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ

“აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება ჩანს, რომ თქვენ მიმართ ყურადღება მოდუნდა, მაგრამ, “ქართულო ოცნებავ”, ჩვენ გხედავთ თქვენ. გაათავისუფლეთ ის ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შედეგებს” – წერს X-ზე -ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი
 “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც გუშინ, 28 მარტს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ოლიგარქის პოლიციის მხრიდან მის მიმართ განყოფილებაში ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს. “უკან შემიკრეს ხელები, მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს” – დაწერა ხოშტარიამ იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს