თურქეთში აშშ-ის ელჩი – აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება

თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა.
„მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს“, – განაცხადა ჯეფ ფლეიკმა.
თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.
შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიცირების პროცესის დასასრულებლად თურქეთის პრეზიდენტის, ს ხელმოწერაა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე: … მაგ­რამ თუ მაქვს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და მა­ფი­ნან­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამ კა­ნონს არ ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი, ჩემი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი არ არის გამჭვირ­ვა­ლე